რაფაელ ნადალი
Aa
Aa

„ბოლბოიმ ჩემი ჩოგანი წაიღო“ - რაფამ ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით გახსნა. ესპანელი ჩოგბურთელი ჯეკ დრეიპერს დაუპირისპირდა და მეტოქე 4 სეტში დაამარცხა. ნადალმა პირველი პარტია 7:5 მოიგო, მეორე 2:6 დათმო, მესამე და მეოთხეში კი 6:4 და 6:1 იმარჯვა და მეორე წრეში გავიდა.

მატჩის მიმდინარეობისას, კურიოზი მოხდა. პირველ სეტში, როცა ანგარიში 4:3 იყო და ჩოგბურთელები ისვენებდნენ, რაფამ აღმოაჩინა, რომ ბოლბოის მისი ჩოგანი წაუღია. ნადალი ჩოგანს, რომლითაც თამაშობდა, რამდენიმე წამის განმავლობაში ეძებდა, მაგრამ როცა ვერ იპოვა და მიხვდა, რაც მოხდა, ახალი ჩოგნის გამოყენება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ნადალი მეორე წრეში მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ნაკაშიმას უმძიმეს ბრძოლაში სძლია და მომდევნო შეხვედრაში ურთულესი გამოწვევის ჩაბარება მოუწევს. გეტყვით იმასაც, რომ ავსტრალიის ღია პირველობა ნიკ კირიოსის გარეშე გაიმართება. ეს უკანასკნელი ტურნირს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩაეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არსენალის ტოპ 5 სამიზნე - ხვიჩა ლონდონური კლუბის რადარზეა
არსენალის ტოპ 5 სამიზნე - ხვიჩა ლონდონური კლუბის რადარზეა