სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

პირველი ადგილი მსოფლიო რეიტინგში - ბაზაძის დიდი აღიარება

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში სანდრო ბაზაძე პირველ ადგილზეა. ტუნისის გრან პრის მოგების შემდეგ 29 წლის ქართველმა სპორტსმენმა 233 ქულა დააგროვა და უნგრელ არონ სილაგის გაასწრო, რომლის აქტივში 226 ქულაა. მესამე პოზიციას იტალიელი ლუკა კურატოლი 148 ქულით იკავებს.

შეგახსენებთ, ტუნისის გრან პრის ფინალში სანდრო ბაზაძემ იტალიელი ლუიჯი სამელე 15:8 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ბაზაძემ ნახევარფინალში უნგრელ ადრას სატმარს 15:12 მოუგო, მეოთხედფინალში გერმანელი მატიას შაბო 15:8 დაამარცხა,

სანდრომ მერვედფინალში გერმანელი რაულ ბონაჰი გამოთიშა ასპარეზობიდან (15:13), 1/4-ფინალში გერმანელ მატიას შაბოს 15:8 სძლია, 1/2-ფინალში კი უნგრელ ადრას სატმარს აჯობა - 15:12.

სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც გრან პრი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებულია!
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გამარჯვებულია!