ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის დროშები აკრძალეს
Aa
Aa

ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის დროშები აკრძალეს

ავსტრალიაში 2023 წლის პირველი დიდი სლემი მიმდინარეობს და ტურნირის ორგანიზატორებმა მაყურებლებს ტრიბუნებზე რუსეთისა და ბელარუსის დროშების გამოფენა აუკრძალეს. ეს გათამაშების პირველ დღეს მომხდარმა ინციდენტმა განაპირობა, როცა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა რუსეთის დროშა გამოფინა.

„რუსეთისა და ბელარუსის დროშები აკრძალულია. თავდაპირველად, ქომაგებს უფლებას ვაძლევდით, დროშები მოეტანათ, მაგრამ ეს ავუკრძალეთ, რადგან ხარვეზები თავიდან ავირიდოთ. აკრძალვა ძალაში დაუყონებლივ შევიდა. ჩვენ ჩოგბურთელებთან და გულშემატკივრებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ჩოგბურთისგან სიამოვნების მისაღებად მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნას“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, ზემოთ ხსენებული ინციდენტი კამილია რახიმოვასა და უკრაინელ კატერინა ბაინდლს შორის გამართულ შეხვედრას უკავშირდება. მატჩისას, ტრიბუნებზე რუსეთის დროშა გამოჩნდა, რის შემდეგაც, უკრაინელმა გულშემატკივრებმა პოლიცია და დაცვის სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მუდრიკი 100 მილიონი ღირს, ხვიჩას ფასი 300 მილიონია“ - ამბობს ილიე დუმიტრესკუ
„თუ მუდრიკი 100 მილიონი ღირს, ხვიჩას ფასი 300 მილიონია“ - ამბობს ილიე დუმიტრესკუ