რაფაელ ნადალი, მაკკენზი მაკდონალდი
Aa
Aa

ნადალი: “სულიერად განადგურებული ვარ“

ავსტრალიის ღია პირველობაზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. რაფაელ ნადალმა ასპარეზობა მეორე წრეში დაასრულა. „მატადორი“ მაკკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა და სამ სეტში 4:6 4:6 5:7 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ესპანელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ნადალმა?

„ახლა ლაპარაკის და რამის ახსნის დროს არ არის. მუშაობა უნდა გავაგრძელო. ტრავმების გამო თავს სუპერ დაღლილად ვგრძნობ. საბოლოო ჯამში ჩემს ცხოვრებას არაფერს ვუჩივი, მაგრამ სპორტსმენს თუ ტრავმები ტანჯავს ეს ძალიან ცუდია. სულიერად განადგურებული ვარ. იმედი მაქვს მალე გამოვჯანმრთელდები და ტურნირების გამოტოვება არ მომიწევს. კარიერის განმავლობაში ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და მუშაობას გავაგრძელებ.

ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ „ბექჰენდს“ საერთოდ ვერ ვხმარობდი. ბურთზე გაქცევაც არ შემეძლო, მაგრამ იმდენი მაინც მოვახერხე, რომ მატჩი ბოლომდე დავასრულე. დანებება მოქმედი ჩემპიონის სტატუსით არ მინდოდა. ასე დასრულდება ჯობდა. წავაგე.. სათქმელი აღარაფერი მაქვს, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ.“

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია. „მატადორმა“ გასულ წელს ფინალში რუსი დანილ მედვედევი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
55 უნებლიე შეცდომა - ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
55 უნებლიე შეცდომა - ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა