ემილიანო მარტინესი, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ჩემპიონობაში მარტინესის როლი უფრო დიდი იყო, ვიდრე მესის“ - უგო გატი

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ უგო გატიმ El Chiringuto-სთან ინტერვიუს დროს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ემილიანო მარტინესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის წარმატებაში მისი როლი უფრო მეტი იყო, ვიდრე ლეო მესის.

რას ამბობს გატი:

ემილიანო მარტინესი მესიზე მნიშვნელოვანი იყო. მან აიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთები, განსაკუთრებით მეორე დამატებითი ტაიმის ბოლოს, შემდეგ კი პენალტების სერია მოიგო... სწორედ მან გადაწყვიტა ამ ტურნირის შედეგი. მატჩის დროს გარკვეულ ეპიზოდებზე მან რამდენიმე ბურთი ვერ აიღო და გოლი გაუშვა, მაგრამ როდესაც საჭირო გახდა, ბოლო წუთზე ის თავის გუნდს მხსნელად მოევლინა.

შეტევაში ყველაზე მნიშვნელოვანი დი მარია იყო. მან ყველაზე მეტი გააკეთა და მესიზეც ითამაშა. ჩემი აზრით, ამ თამაშში მესის როლი ყველაზე მთავარი არ იყო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის ფინალში საფრანგეთის ნაკრებს პენალტების სერიაში მოუგო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 მორჩა, დამატებით ტაიმებში კი გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო-თითო გოლი გაიტანეს.

ტურნირის დასრულების შემდეგ, ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ემილიანო მარტინესს კი საუკეთესო მეკარის ჯილდო ერგო.

ცნობისთვის, ჰუგო გატის არგენტინის ნაკრებში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის ეროვნული გუნდის ღირსებას 18 თვის განმავლობაში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულზე არ ეხატება - ემერის ემი მარტინესის გაყიდვა უნდა
გულზე არ ეხატება - ემერის ემი მარტინესის გაყიდვა უნდა