ენდი მარეის სასწაული - თითქმის 6-საათიანი ბრძოლა და 0:2-დან მოგებული მატჩი
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა, ენდი მარეიმ საოცარი მატჩი მოიგო. ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში, მარეი მსოფლიო რეიტინგის 159-ე ჩოგანს, ტანასი კოკინაკისს დაუპირისპირდა და 5 სეტში იმარჯვა.
მარეიმ ცუდად დაიწყო და პირველი ორი სეტი 4:6 და 6:7 (4:7) წააგო. სერიოზული ჩამორჩენის მიუხედავად, ენდიმ ძალების მობილიზება მოახდინა და მესამე სეტში ტაიბრეიკზე იმარჯვა - 7:6 (7:5). მეოთხე პარტიაში მარეიმ 6:3 მოიგო, ბოლო სეტში კი მეტოქეს 7:5 აჯობა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
One of the all-time GREAT comebacks!
— Tennis TV (@TennisTV) January 19, 2023
The moment @andy_murray defeated Kokkinakis after a 5-hour-45-minute EPIC ????@AustralianOpen #AusOpen pic.twitter.com/QjLjnLOtAO
მატჩი 5 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა და მარეიმ 10 ეისი შეასრულა, როცა მისი მეტოქის ანგარიშზე 37 ეისია. ენდიმ 69 ვინერი შეასრულა და 43 უნებლიე შეცდომა დაუშვა. კოკინაკისმა 102 ვინერი მიითვალა, მაგრამ მარეიზე 24-ით მეტი, 67 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
ცნობისთვის, მარეი მესამე წრეში რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება. მარტივი მატჩი არც ესპანელ ჩოგბურთელს ჰქონია და მან თავისი შეხვედრა 0:2-დან მოიგო - 4:6, 2:6, 6:3, 6:2, 6:2.