მედლებთან ერთად ფულად ჯილდოს მიიღებენ - UWW-მ ცვლილებები დანერგა
Aa
Aa

მედლებთან ერთად ფულად ჯილდოს მიიღებენ - UWW-მ ცვლილებები დანერგა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ცვლილებები დანერგა, რათა სარეიტინგო სერიების ტურნირებზე მოასპარეზე მოჭიდავეები წაახალისოს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მედლებთან ერთად, ფულად ჯილდოს მიიღებენ, რომლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიც, 2023 წელს გასამართი ტურნირებისთვის, 390 000 შვეიცარიულ ფრანკად განისაზღვრა.

2023 წელს, 4 სარეიტინგო ტურნირი გაიმართება და პირველ შეჯიბრებას ზაგრები  უმასპინძლებს. წლეულს, ოქროს მედლის მფლობელი მოჭიდავეები 1500 შვეიცარიულ ფრანკს მიიღებენ. მეორეადგილოსნებს 750 შვეიცარიული ფრანკი გადაეცემათ, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები 500-500 ფრანკს დაისაკუთრებენ.

საინტერესოა, რომ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ კიდევ ერთი ცვლილება დანერგა, რომელიც წლის საუკეთესო მოჭიდავის ჯილდოს უკავშირდება. სპორტსმენი, რომელიც ამ სტატუსს მოიპოვებს, 5000 შვეიცარიულ ფრანკს მიიღებს. ამ ჯილდოსთვის გამოყოფილი საპრიზო ფონდის ოდენობა 150 000 შვეიცარიული ფრანკია და მას 30 მოჭიდავე გაინაწილებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის პირველი სარეიტინგო ტურნირი 1-ელ თებერვალს დაიწყება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჯერ ცნობილი არაა და უახლოეს დღეებში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვეს სერიოზული პრობლემები აქვს - იტალიაში ითხოვენ, 9 ქულა დააკლონ
იუვეს სერიოზული პრობლემები აქვს - იტალიაში ითხოვენ, 9 ქულა დააკლონ