ბეტისი, გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 11 ქულა - ტენერიფემ ბეტისი გაანადგურა

ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ რეალ „ბეტისს“ უმასპინძლა და ძალიან მარტივად 88:64 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა.

როგორც ყოველთვის, ქართველი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. გიორგიმ პარკეტზე 21 წუთი და 1 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ვეტერანი ცენტრის ასეთი მცირე სათამაშო დრო ნაკლებად დაძაბულმა თამაშმა გამოიწვია. „ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო სტატისტიკით ხაიმე ფერნანდესი მოგვევლინა. ესპანელმა 21 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდი 26 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ „რეალს“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება. შემდეგ ტურში, „ტენერიფე“ „ფუენლაბრადას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 28 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “სერია ა-ს მოგების უპრეცედენტო შანსი გვაქვს“
სპალეტი: “სერია ა-ს მოგების უპრეცედენტო შანსი გვაქვს“