გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

19 წუთი და +28 - ბეჟანიშვილის კარგი მატჩი NBA-ის განვითარების ლიგაში

გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსმა“ NBA-ის განვითარების ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ფორტ უეინ მედ ენთსს“ სძლია და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 129:91.

ბეჟანიშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 19 წუთი გაატარა. ამ დროში, გიორგიმ ცოტ-ცოტა ყველაფერი გააკეთა და შეხვედრა 6 ქულით, 8 მოხსნით (2 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაასრულა. ბეჟანიშვილმა 5-დან 3 ბურთი ჩააგდო და +/- გრაფაში 28 დააფიქსირა, რაც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ცნობისთვის, „კოლეჯ პარკის“ რიგებში ყველაზე მეტი, 31 ქულა არმონი ბრუქსმა ჩააგდო და 10 მოხსნაც მიითვალა. კეტ ბარბერს 30 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ბრენდონ უილიამსის ანგარიშზე 17 ქულა იყო, ხოლო კრის სილვამ და დონოვან უილიამსმა 14-14 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, ბეჟანიშვილის გუნდს 4 მოგება და 5 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრა 25 იანვარს ელის. ქართველი კალათბურთელის გუნდი „კლივლენდ ჩარჯსს“ დაუპირისპირდება, რომელმაც 9-დან 8 მატჩში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ცრვენა ზვეზდასთან - დინამომ თურქეთში პირველი ტესტი გამართა
მარცხი ცრვენა ზვეზდასთან - დინამომ თურქეთში პირველი ტესტი გამართა