როგორ ყიდულობს ჩელსი ამდენ ფეხბურთელს - უეფა წესებს ცვლის
Aa
Aa

როგორ ყიდულობს ჩელსი ამდენ ფეხბურთელს - უეფა წესებს ცვლის

ლონდონის „ჩელსი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ყველაზე აქტიური კლუბია. „არისტოკრატებმა“ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხეს და საფეხბურთო სამყაროში გაჩნდა კითხვა, „ლურჯები“ ფინანსური ფეარ პლეის დაცვას როგორ ახერხებენ.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ტოდ ბოელმა უეფას წესებში არსებული ხვრელი გამოიყენა და „არისტოკრატების“ წარმატების ფორმულა ფეხბურთელებთან გაფორმებული კონტრაქტების ვადებს უკავშირდება. „ლურჯების“ ბოლოდროინდელ გარიგებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ლონდონელებმა უჩვეულოდ გრძელი ხელშეკრულებები დადეს, ეს კი სახელფასო ბიუჯეტის გაუმჯობესებისა და ფეხბურთელების სანაცვლოდ გადახდილი თანხის გადანაწილების საშუალებას იძლევა.

მაგალითად შეგვიძლია, მიხაილო მუდრიკის ტრანსფერი მოვიყვანოთ. „არისტოკრატებმა“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს და მას 8.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. უეფას წესების მიხედვით, კლუბის მიერ გადახდილი თანხა მოთამაშესთან დადებული ხელშეკრულების ვადაზე გაიყოფა და ფინანსური ფეარ პლეის ყოველწლიურ ანგარიშში სწორედ ეს რიცხვი აისახება. მუდრიკის შემთხვევაში, „ჩელსის“ ყოველწლიურ ანგარიშში 9.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაფიქსირდება, როცა 4-წლიანი კონტრაქტის შემთხვევაში, ეს თანხა 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნებოდა. იგივე ვითარება გვაქვს, ბენუა ბადიაშილეს (7.5-წლიანი კონტრაქტი), ვესლი ფოფანას (7-წლიანი კონტრაქტი), კერნი ჩუკვუმეკასა (6-წლიანი კონტრაქტი) და სხვების შემთხვევაში.

საინტერესოა, რომ პრემიერ ლიგის კლუბები ამით უკმაყოფილო არიან და მათ უეფას მიმართეს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო აპირებს, ცვლილებები გაატაროს და ხელშეკრულებების მაქსიმალურ ვადად 5 წელი დააწესოს, რათა გრძელვადიანი კონტრაქტები და მათი ეფექტი თავიდან აირიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა