კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ჩელსი ან ბაიერნი - კრიშტიანუს ულტიმატუმი თავის ყოფილ აგენტს

გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა, El Mundo-მ კრიშტიანუ რონალდუზე დაწერა და განაცხადა, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ყველაფერი გააკეთა, რათა ევროპაში დარჩენილიყო. რონალდუმ თავის ყოფილ აგენტს, ჟორჟე მენდეშს ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა: „ჩელსიში ან ბაიერნში გადამიყვან ან თანამშრომლობას შევწყვეტთ“.

El Mundo-ს ცნობით, რონალდუსა და მენდეშს ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და მას შემდეგ, რაც ჟორჟემ მას სასურველი კლუბი ვერ მოუძებნა, რონალდუმ პირობა შეასრულა. ესპანური გაზეთი დაძაბული ურთიერთობის განმაპირობებელ მიზეზებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ მენდეში რამდენიმე გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, რომლებიც რონალდუმ მიიღო. ერთ-ერთი „რეალის“ დატოვება და „იუვენტუსში“ გადასვლა გახლდათ.

„მენდეშმა რონალდუზე გავლენა დაკარგა. კრიშტიანუ მხოლოდ იმას აქცევდა ყურადღებას, რის მოსმენაც სურდა და სიამოვნებდა. ამ სიტყვებს იგი ჯორჯინა როდრიგესისგან იღებდა და ახალ გარემოში მოხვდა, სადაც აბსოლუტურად ყველაფრის ეპიცენტრი თავად იყო“, - წერს El Mundo-მ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ალ-ნასრიში" გადავიდა და საუდის არაბეთის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა. მისი გუნდი „ალ-ეტიფაქს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა