დანი ალვეში
Aa
Aa

ჩვენება ისევ შეცვალა - ალვეშის საქმის ახალი დეტალები

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა განსხვავებული ჩვენებები კიდევ ერთხელ მისცა. რამდენიმე დღის წინ, იგი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მისი საქმე უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა.

El Mundo-ს ცნობით, ჩვენების მიცემისას, ალვეშის მსხვერპლმა დანის ერთ-ერთი ტატუ აღწერა, რომელიც ნახევარმთვარეს წააგავს და მუცლის მარჯვენა მხარეს აქვს გაკეთებული. როცა მოსამართლემ ალვეშს ტატუზე ჰკითხა, ფეხბურთელს ორი განსხვავებული ვერსია ჰქონდა.

პირველ ჯერზე, ალვეშმა განაცხადა, რომ მას ასეთი ტატუ ნამდვილად აქვს, თუმცა დასძინა, რომ გოგონა თავს მაშინ დაესხა, როცა უნიტაზზე იჯდა. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ განაცხადა, რომ მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში, მსხვერპლი მის ტატუს ვერ დაინახავდა, რადგან მას პერანგი დაფარავდა. მოსამართლის შენიშვნის შემდეგ, ალვეშმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ უნიტაზიდან წამოდგა და გოგონამ ტატუ სწორედ ამიტომ დაინახა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ისიც თქვა, რომ ინტიმურ კავშირზე ორივე მხარე თანახმა იყო, რასაც 23 წლის გოგონა უარყოფს. ამასთან, ალვეშის მსხვერპლმა კომპენსაციაზე უარი თქვა და სურს, რომ მას პატიმრობა შეუფარდონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა