ფეხბურთელებს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ - იუვენტუსს სერიოზული პრობლემები აქვს
Aa
Aa

ფეხბურთელებს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ - იუვენტუსს სერიოზული პრობლემები აქვს

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიისას ხელფასები შეიმცირეს, მაგრამ თანხა, რომელზეც უარი თქვეს, მაინც მიიღეს, დიდი შანსია, დისკვალიფიკაციით დაისაჯონ. 2019-20 წლების სეზონში ეს 23-მა ფეხბურთელმა, ხოლო 2020-21 წლების სეზონში 17-მა მოთამაშემ გააკეთა.

იტალიური პრესის ცნობით, ფეხბურთელებმა ანაზღაურება სრულად მიიღეს, მაგრამ კლუბს ფინანსურ დოკუმენტებში ეს არ დაუფიქსირებია. „ბიანკონერიმ“ მოთამაშეებს დაკლებული თანხა არაოფიციალურად გადასცა და „ბებერი ქალბატონის“ მაშინდელმა კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ თანაგუნდელებს განუცხადა, ჟურნალისტებისთვის ამაზე არაფერი ეთქვათ. La Repubblica-ს ცნობით, სამართალდამცველებს ამის დამამტკიცებელი სამხილიც აქვთ.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელების გარდა, თაღლითობაში მონაწილეობა მაურიციო სარიმაც მიიღო და შესაძლოა, ის და მოთამაშეები მინიმუმ 30-დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. თანაც, სულერთია, ისინი „იუვენტუსის“ ღირსებას იცავენ თუ არა. დისკვალიფიკაცია სხვა ქვეყნებში მოასპარეზე ფეხბურთელებზეც გავრცელდება.

იწერება ისიც, რომ „იუვენტუსს“ სერიოზული სანქციები ემუქრება. არის საუბარი, რომ „ბიანკონერი“ სერია A-დან დააქვეითონ და 2019-20 წლების სეზონში მოპოვებული სკუდეტო ჩამოართვან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა