კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი, ალ ნასრი
Aa
Aa

მოდრიჩი რონალდუსთან? - ალ ნასრის სენსაციური შეთავაზება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრში“ გადავიდა. არაბული კლუბი პერიოდულად სხვა ვარსკვლავებითაც ინტერესდება. დღეს კი გამოცემა OkazSport საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს.

ვიგებთ, რომ საუდის არაბეთის წარმომადგენელ გუნდს ლუკა მოდრიჩის გადაბირება სურს. „ალ ნასრი“ ლეგენდარულ ხორვატს 2.5-წლიან კონტრაქტს და წლიურად ანაზღაურების სახით 40 მილიონ ევროს სთავაზობს.

ვეტერან ნახევარმცველს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არანაირი ცნობები არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი „ბლანკოსს“ 2012 წლის ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა. 2012 წლიდან დღემდე, ლუკამ „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 459-ჯერ მოირგო, 36 გოლი გაიტანა და 73 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, მოდრიჩმა 2018 წელს ოქროს ბურთი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფა-ს სუპერ თასი ყაზანში აღარ ჩატარდება
უეფა-ს სუპერ თასი ყაზანში აღარ ჩატარდება