ჩელსი, მილანი
Aa
Aa

მოგზაურობა გრძელდება - ბაკაიოკო ადანა დემირსპორში ითამაშებს

ტიემუ ბაკაიოკოს მოგზაურობა გრძელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, 28 წლის ნახევარმცველი სულ მალე „ადანა დემირსპორის“ ღირსებას დაიცავს. კლუბის წარმომადგენლები ხვალ „ჩელსის“ შეხვდებიან და კონტრაქტის პირობებს შეადგენენ. ძირითადი საკითხები მოგვარებულია.

შეგახსენებთ, რომ „მონაკოდან“ წასვლის შემდეგ ბაკაიოკომ ფეხი ვერსად მოიკიდა. არადა ის იმ „მონაკოს“ შეუცვლელი წევრი იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და „იუვენტუსთან“ მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

ტიემუ 2017 წელს „ჩელსის“ შეუერთდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. ამის შემდეგ გაუთავებელი იჯარა დაიწყო.

ბაკაიოკო ჯერ „მილანში“ გადავიდა, სადაც ვერ გაამართლა. შემდეგ ფრანგმა ისევ „მონაკო“ სცადა, მაგრამ დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. ცოტა ხნით „ნაპოლის“ ფორმაც მოირგო, მაგრამ თავი ვერ დაიმკვიდრა და ბოლოს გეზი კვლავ „როსონერისკენ“ აიღო.

ბაკაიოკო ახლაც „მილანის“ ფეხბურთელია, მაგრამ ოფიციალურად „ჩელსის“ ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, „ადანა დემირსპორი“ ლონდონელებთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონატე ბათუმის დინამოში? - ფორვარდი ლიგა 1-ის გამოცდილებით
კონატე ბათუმის დინამოში? - ფორვარდი ლიგა 1-ის გამოცდილებით