მანჩესტერ იუნაიტედი, გლეიზერები
Aa
Aa

9 მილიარდი ევრო - გლეიზერები კლუბის გაყიდვას დათანხმდნენ

გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაიყიდებოდა. გლეიზერები თანახმა არიან. დღეს კი ბრიტანული მედია წერს, რომ გლეიზერებმა სავარაუდო ფასი 9 მილიარდი ევრო დაასახელეს.

„წითელი ეშმაკების“ ყიდვით ყველაზე მეტად სერ ჯიმ რეტკლიფი ინტერესდება, რომელიც მსხვილი კომპანია INOES-ის მფლობელი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ რეტკლიფი გასულ წელს ლონდონის „ჩელსის“ ყიდვას ცდილობდა, მაგრამ ტოდ ბოელმა დაამარცხა და სწორედ ის დაეპატრონა „არისტოკრატებს“.

ახალი მფლობელი მიიღებს კლუბს, რომელიც მეტად შორს არის სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქიდან. შოტლანდიელი სპეციალისტი ტრანსფერებში და ხელფასებში კოლოსალურ თანხებს არ ხარჯავდნენ. ახლა კი „იუნაიტედის“ პოლიტიკა მთლიანად შეცვლილია.

ფეხბურთელებს ასტრონომიული ანაზღაურება აქვთ და ამაზე პირველ რიგში ტენ ჰაგი ზრუნავს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელ სპეციალისტს სურს, რომ გუნდში მაქსიმალური ანაზღაურება 200 000 ევრო იყოს, რათა ფეხბურთელებმა თავი უსამართლოდ არ იგრძნონ. ნებისმიერ შემთხვევაში, „მანჩესტერის“ ახალ მფლობელს ძირეული ცვლილებები დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფა-ს სუპერ თასი ყაზანში აღარ ჩატარდება
უეფა-ს სუპერ თასი ყაზანში აღარ ჩატარდება