ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მანფრედინი: “კვარას ტრანსფერი ასე თუ გაამართლებდა ვერავინ წარმოიდგენდა“

ხვიჩა კვარაცხელიაზე არაერთი ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელი საუბრობს. ქართველი ფეხბურთელის თამაშით ყველა აღფრთოვანებულია. დღეს „კვარაზე“ იტალიელმა ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ტომას მანფრედინიმ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

რა თქვა მანფრედინიმ?

„სპალეტი აუცილებლად უნდა შევაქო, რადგან ზოგადად მწვრთნელს იმის გამბედაობა უნდა ჰქონდეს, რომ მინდორზე ახალგაზრდა ფეხბურთელებით გავიდეს, რადგან მხოლოდ ასე განვითარდება და წინ წავა გუნდი. იტალიაში უცხოეთიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს ვენდობით.

„ნაპოლიმ“ მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელა. ასე თუ გაამართლებდნენ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. უპირველეს ყოვლისა კვარაცხელია და შემდეგ კიმი, რომელმაც კალიდუ კულიბალი ჩაანაცვლა. კლუბს ეყო გამბედაობა და ახალგაზრდებს დაეყრდნო. შემდეგ კი ისინი აფეთქდნენ.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში წარმატებულად გამოდის. ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 19 ტურის შემდეგ 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.

„პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზეც კარგი იყო. ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩი მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა და მერვედფინალში ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამოს მარცხი აუტსაიდერთან - ჰანოვერმა პირველი მატჩი მოიგო
დინამოს მარცხი აუტსაიდერთან - ჰანოვერმა პირველი მატჩი მოიგო