ბათუმის დინამო, მუსა კონატე
Aa
Aa

ოფიციალურად: მუსა კონატე ბათუმის დინამოს ფეხბურთელია

„ამიენის“ ყოფილი ფორვარდი მუსა კონატე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ხელშეკრულება გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

კონატეს განვლილი კარიერის შესახებ

მუსა კონატემ „ამიენისა“ და „დიჟონის“ მაისურით ლიგა 1-ში 99 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი შეაგდო, თითქმის ყოველ მესამე შეხვედრაში გუნდს გოლით ეხმარებოდა. საინტერესოა, რომ 2017-18 წლების სეზონში „ამიენისა“ და პსჟ-ს შეხვედრა 2:2 დასრულდა. პარიზული გუნდი ედინსონ კავანისა და კრისტოფერ ნკუნკუს გოლებით ორჯერ იგებდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მუსა კონატემ გაიტანა, სენეგალელმა დუბლი შეასრულა და გუნდი მარცხს ააცილა.

მუსა კონატემ საფრანგეთში მოსახვედრად ტრამპლინად შვეიცარიის ჩემპიონატი გამოიყენა, 2014-17 წლებში „სიონში“ 116 შეხვედრაში 50 გოლი შეაგდო. 2012-13 წლებში „კრასნოდარში“ მუსა კონატე ნუკრი რევიშვილის და ალექსანდრე ამისულაშვილის თანაგუნდელი იყო. საფრანგეთისგან განსხვავებით ებრაულ თელ-ავივის „მაქაბიში“ (2011-12), „კრასნოდარში“ (2012-13), სერია ა-ს „ჯენოაში“ (2013-14), ტუნისურ „ესპერანსასა“ (2021) და თურქულ „სივასპორში“ (2022) წარუმარებლად ითამაშა.

2020 წლიდან მოყოლებული კარიერაში დაღმასვლა აქვს. ბოლო ოფიციალური მატჩი თურქულ „სივასპორში“ 2022 წლის 26 მაისს ჩაატარა, მას შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. თურქული კლუბიდან წამოსვლის შემდეგ კოტ-დივუარის კლუბ „გაგნოაში“ ირიცხებოდა.

2012-19 წლებში სენეგალის ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი შეაგდო.

საინტერესოა, რომ 2012 წლის ოლიმპიადაზე სენეგალის 23-წლამდე ნაკრების მაისურით დიდი ბრიტანეთის ნაკრებს „ოლდ ტრაფორდზე“ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანფრედინი: “კვარას ტრანსფერი ასე თუ გაამართლებდა ვერავინ წარმოიდგენდა“
მანფრედინი: “კვარას ტრანსფერი ასე თუ გაამართლებდა ვერავინ წარმოიდგენდა“