ლაციო, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

„ბევრი მუშაობა გვჭირდება“ - პიოლი ლაციოსთან მარცხის შემდეგ

გუშინ, იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „მილანი“ სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად, 4:0 განადგურდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა პიოლიმ:

სამწუხაროდ, ბევრ ასპექტში ვერ ვიმუშავეთ: გონებრივში, ტაქტიკურში... ჩემს კარიერაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მომენტია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვერცერთ თამაშში დავაფიქსირეთ სასურველი შედეგი და კარგად გვესმის, რომ უფრო უკეთესად უნდა გამოვდიოდეთ.

მიზეზებზე საუბარი მარტივი არ არის. ფაქტია, საქმეები კარგად არ მიგვდის. დღეს ბევრი სახიფათო სიტუაცია შევქმენით და ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ბურთი გვაქვს, მოთამაშეებს შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაცია გვჭირდება.

მე გაუმჯობესების მხოლოდ ერთი გზა ვიცი: ეს არის მუშაობა. ეს პრობლემები რამდენიმე თამაშში განმეორდა და უნდა ვიმუშაოთ ამ შეცდომების გამოსწორებაზე, რადგან ამის გამეორება ნიშნავს ტაქტიკურ და გონებრივ გართულებებს, რომელიც საბოლოოდ უარყოფით შედეგებს იწვევს.

19 ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილში „მილანს“ 38 ქულა აქვს და ლიდერ „ნაპოლის“ უკვე 12 ქულით ჩამორჩება. პიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრა 29 იანვარს, საკუთარ მოედანზე „სასუოლოს“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა
„მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს“ - ნაპოლის ექს-მმართველმა ხვიჩაზე იხუმრა