პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბები - მანჩესტერი პირველია
Aa
Aa

პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბები - მანჩესტერი პირველია

პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედია. Sportico-მ კვლევა ჩაატარა და „წითელმა ეშმაკებმა“ პირველი ადგილი შეინარჩუნეს. „ოლდ ტრაფორდელებს“ სერიოზული ჰანდიკაპი აქვთ და Sportico-მ „მანჩესტერი“ 4.8 მილიარდ გირვანქა სტერლინგად შეაფასა.

მეორე ადგილს „ლივერპული“ იკავებს. „წითლები“ მოსისხლე მტერს 1 მილიარდით ჩამორჩებიან და Sportico-ს კვლევის მიხედვით, მერსისაიდელების ღირებულება 3.8 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. მესამეზე „მანჩესტერ სიტია" - 3.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, მეოთხე „არსენალია“ – 2.9 მილიარდი, მეხუთე კი „ჩელსი“ – 2.8 მილიარდი.

ათეულში მოხვდნენ „ტოტენჰემი“ (2.6 მილიარდი), „ვესტ ჰემი (539 მილიონი), „ევერტონი“ (486 მილიონი), „ლესტერი“ (442 მილიონი), „ნიუკასლი“ (357 მილიონი). საინტერესოა, რომ კლუბი, რომლის ღირებულებამაც ყველაზე მეტით მოიმატა „კაჭკაჭები“ არიან. „ნიუკასლის“ ფასი 63 პროცენტით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახია და ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი კლუბის გასაყიდად მზად არიან. Sportico-ს თუ დავუჯერებთ, „წითელი ეშმაკების“ მსურველებს დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანფრედინი: “კვარას ტრანსფერი ასე თუ გაამართლებდა ვერავინ წარმოიდგენდა“
მანფრედინი: “კვარას ტრანსფერი ასე თუ გაამართლებდა ვერავინ წარმოიდგენდა“