კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი
Aa
Aa

მესის ხელფასით შეპყრობილი იყო - რა უთხრა ბარტომეუმ რონალდუს

„ალ-ნასრის“ სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს აინტერესებდა, ლიონელ მესის „ბარსელონაში“ როგორი ხელფასი ჰქონდა. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა, El Mundo ავრცელებს და წერს, რომ „რეალში“ ყოფნისას, პორტუგალიელი „ლა პულგას“ ანაზღაურებით შეპყრობილი იყო.

საქმე იქამდე მივიდა, რომ რონალდუმ პასუხის გასაგებად „ბლაუგრანას“ მაშინდელ პრეზიდენტს, ხოსეპ ბარტომეუს მიმართა. კრიშტიანუ და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში ბარტომეუს ერთ-ერთ ცერემონიაზე გადაეყარნენ და რონალდუმ „ბარსას“ ექს-პრეზიდენტს ამ საკითხზე ჰკითხა.

„ზუსტი თანხის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ორჯერ მეტს იღებს, ვიდრე რეალში შენ გიხდიან“, - განუცხადა ბარტომეუმ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს.

El Mundo-ს ცნობით, მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რონალდუმ „სამეფო კლუბი“ დატოვა და „იუვენტუსს“ შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ესპანურმა გამოცემამ კრიშტიანუზე გუშინაც ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, რონალდუსა და მის აგენტს შორის თანამშრომლობა გაწყდა. პორტუგალიელმა მენდეშს ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა: „ჩელსიში ან ბაიერნში გადამიყვან ან თანამშრომლობას შევწყვეტთ“. მისმა აგენტმა კრიშტიანუს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა და რონალდუმ სიტყვა არ გატეხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მუშაობა გვჭირდება“ - პიოლი ლაციოსთან მარცხის შემდეგ
„ბევრი მუშაობა გვჭირდება“ - პიოლი ლაციოსთან მარცხის შემდეგ