ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

რუსული დროშები და ომის სიმბოლიკა - ავსტრალიაში ჯოკოვიჩის ქომაგები დააკავეს

ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა (6:1, 6:2, 6:4) და ნახევარფინალში გავიდა, თუმცა შეხვედრამ ყურადღება სხვა მხრივაც მიიპყრო.

გულშემატკივრები როდ ლეივერის სახელობის არენასთან პოლიტიკური ტრანსფარანტებითა და შეძახილებით გამოირჩნენ, რასაც არეულობა მოჰყვა. საბოლოოდ, პოლიციამ 4 მათგანი დააკავა.

ქომაგები, რომლებიც Tennis Australia-ს ცნობით სერბები იყვნენ, სამართალდამცავებს ემუქრებოდნენ და დაკავების დროს წინააღმდეგობაც გაუწიეს.

აღნიშნული გულშემატკივრები არენაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მხარდასაჭერად მივიდნენ, თუმცა მათ თან რუსეთის დროშებიც ჰქონდათ, რომლებზეც ვლადიმირ პუტინის გამოსახულება იყო. ერთ ქომაგს კი საერთოდაც მაისურზე Z ეწერა, რომელიც რუსული საომარი პროპაგანდისტული ნიშანია, რისთვისაც რამდენიმე თვის წინ, რუსი სპორტსმენები დასაჯეს.

ხსენებულ ქომაგებს დიდი ალბათობით დაკითხვის შემდეგ სასჯელსაც შეუფარდებენ, რადგან მათ კანონი დაარღვიეს და ტურნირზე რუსული სიმბოლიკა გამოიყენეს, რაც იკრძალება.

შეგახსენებთ, რომ „ნოლე“ რუბლიოვთან გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალში ამერიკელ ტომი პოლს შეხვდება. მეორე ფინალისტის ვინაობას ბერძენი სტეფანოს ციციპასი და რუსი კარენ ხაჩანოვი გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის მაგარი გარღვევა და ლამაზი საგოლე პასი - გიოს კარგი მატჩი
ჩაკვეტაძის მაგარი გარღვევა და ლამაზი საგოლე პასი - გიოს კარგი მატჩი