მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„კარგად თუ არ მოემზადა, წააგებს“ - მარლონ ვერა მერაბისა და იანის ჩხუბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის მე-4 ნომერმა, მარლონ ვერამ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ვერამ რუსი მებრძოლი გააფრთხილა და განაცხადა, რომ თუ სათანადოდ მომზადებული არ იქნება, „მანქანასთან“ არაფერი გამოუვა.

„იანისა და დვალიშვილის ჩხუბი კარგი ბრძოლაა. მერაბი შეეცდება, ბრძოლა პარტერში გადაიყვანოს, იანი კი ოქტაგონზე იმოძრავებს და კარგ დარტყმებს განახორციელებს. საინტერესოა, პიოტრი ჩხუბს როგორ ფორმაში შეხვდება. ბოლო ბრძოლაში გამოჩნდა, რომ კარგად მომზადებული არ ყოფილა და მალე დაიღალა. ვნახავთ, იანი თავის დავალებას თუ შეასრულებს და მერაბთან ჩხუბს მომზადებული თუ შეხვდება. თუ ასე არ მოხდა, მსაჯების გადაწყვეტილებით წააგებს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუბინში დააბრუნეთ და ისევ ის უღიმღამო ხვიჩა გახდება“ - რუსი ექს-ფეხბურთელი კვარაზე
„რუბინში დააბრუნეთ და ისევ ის უღიმღამო ხვიჩა გახდება“ - რუსი ექს-ფეხბურთელი კვარაზე