სტეფანოს ციციპასი
Aa
Aa

AUS Open: ციციპასმა ხაჩანოვი დაამარცხა და ფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა რუსი კარენ ხაჩანოვი 4 სეტში 4 სეტში, 7:6 (7:2), 6:4, 6:7 (6:8), 6:3 დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ფინალში მეორედ ითამაშებს.

ბერძენმა კარიერაში პირველი სლემის ფინალი 2021 წელს როლან გაროსზე ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ითამაშა და 5 სეტში 2:0-დან წააგო. ამჯერადაც დიდი შანსია ფინალში კვლავ სერბს გადაეყაროს, რომელიც დღეს ამერიკელ ტომი პულს დაუპირისპირდება.

მატჩის საუკეთესო გათამაშება

რაც შეეხება ციციპასი ხაჩანოვის შეხვედრას, ის 3 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი ბერძენმა ტაიბრეიკზე 7:2 მოიგო, მეორე სეტში უფრო დამაჯერებელი იყო 6:4 მოიგო, თუმცა რუსმა მესამე სეტიდან თამაშში დაბრუნება შეძლო და ტაიბრეიკზე 8:6 თავის სასარგებლოდ დააფიქსირა.

გადამწყვეტ მე-4 სეტში ციციპასმა თავისი თამაში დაიბრუნა და ხაჩანოვს შანსი აღარ დაუტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „მაკგრეგორს მეორე რაუნდში დავაფინიშებ, ჰოლოუეის - პირველში“
თოფურია: „მაკგრეგორს მეორე რაუნდში დავაფინიშებ, ჰოლოუეის - პირველში“