რიკელმე: ყველას მესის მოგება უნდოდა, მსგავსი რამ დიდი იშვიათობაა
Aa
Aa

რიკელმე: ყველას მესის მოგება უნდოდა, მსგავსი რამ დიდი იშვიათობაა

ლეგენდარულმა ხუან რომან რიკელმემ მასსა და ლეო მესის შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

„მან იცის როგორ მიყვარს. ჩვენ დროდადრო ვურთიერთობთ. მე მას ნამდვილად არ ვაწუხებ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ლეოს მხოლოდ ორჯერ მივწერე, როცა პირველი მატჩი წავაგეთ და როცა ფინალი მოვიგეთ.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არგენტინა ყოველთვის იქნება ფავორიტი, სანამ მესი თამაშობს. მას უყვარს შეჯიბრი, თამაშობს ისე, როგორც ეზოში. ის არასოდეს იღებს ტრავმებს, ეს საოცარია.

მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ არგენტინას მოუტანეს. მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მესის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება სასიხარულო იყო. ჩვენ არ ვიყავით ერთადერთნი, ვისაც ეს გვინდოდა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იშვიათობაა, როცა ყველა თანხმდებოდა, რომ ერთი კონკრეტული ფეხბურთელი გამარჯვებას იმსახურებდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან ამას მიაღწია“,

- განაცხადა რიკელმემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვეშის ცოლმა ინსტაგრამიდან მასთან ერთად არსებული ყველა ფოტო წაშალა
ალვეშის ცოლმა ინსტაგრამიდან მასთან ერთად არსებული ყველა ფოტო წაშალა