გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„მისი გოლის ბევრჯერ ნახვა ნამდვილად ღირს“ - Napolipiu-მ კვერნაძეზე დაწერა

„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა, გიორგი კვერნაძემ ამხანაგურ შეხვედრაში თავი გამოიჩინა და „შტურმს“ ბრწყინვალე ბურთი შეუგდო. ამ გოლის შემდეგ, იგი ნეაპოლური გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა და Calcionapoli-ს შემდეგ, მასზე Napolipiu-მ დაწერა.

„ვინ არის კვერნაძე? გიორგი 19 წლის შემტევია, რომელიც სიმაღლეში 188 სანტიმეტრია და ფიზიკურად ძალიან ძლიერია, რაც საშუალებას აძლევს, მეორე სართულზე მაღალ დონეზე იასპარეზოს. მიუხედავად ამისა, გაბარიტები ხელს არ უშლის, რომ მოძრავი იყოს და ტექნიკურია, რაც შტურმის წინააღმდეგ გატანილი გოლის მომენტშიც დაამტკიცა.

ქართველი ფეხბურთელი გარემარბია, თუმცა თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. მისი ფიზიკური მონაცემებიდან და გოლის გატანის ალღოდან გამომდინარე, არის შანსი, რომ ასაკის მომატებასთან ერთად, მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე გადაინაცვლოს ან მთავარი დამრტყმელი გახდეს. ნაპოლი მისთვის თვალის დევნებას განაგრძობს და შტურმის წინააღმდეგ გატანილი გოლი იმსახურებს, რომ მისი დარტყმა ბევრჯერ ვნახოთ“.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი იჯარით „თელავში“ გაატარა, 21 თამაშში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. წარსულში მას „ნაპოლის" უკავშირებდნენ და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლისთვის კვარა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოსიმენი“ - იტალიელი ჟურნალისტი
„ნაპოლისთვის კვარა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოსიმენი“ - იტალიელი ჟურნალისტი