კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორს ავტომობილი დაეჯახა - „შეიძლებოდა, მოვმკვდარიყავი“

UFC-ის ირლანდიელ მებრძოლს, კონორ მაკგრეგორს ავტომობილი დაეჯახა, როცა იგი ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მაკგრეგორმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.

„უკნიდან მანქანა დამეჯახა. მძღოლმა მზის გამო ვერ დამინახა და მთელი სიჩქარით დამეჯახა. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი წასვლის დრო არ ყოფილა. ასევე, მადლობა ჭიდაობას და ძიუდოს, რომ ვიცოდი, დაცემისას როგორ მოვქცეულიყავი, რამაც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა“.

კონორის მიერ გავრცელებულ პოსტში ავტომობილის მძღოლისა და მისი დიალოგიცაა აღწერილი და ირლანდიელი მას ეუბნება, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა დასძენს, რომ შეიძლებოდა მომკვდარიყო. მძღოლმა მას ბოდიში მოუხადა და დასახმარებლად მზადყოფნა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორს დიდი ხანია არ უჩხუბია და ბოლო ბრძოლა 2021 წლის 10 ივლისს გამართა. იგი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ირლანდიელს ბოლო 4-დან 3 ბრძოლა წაგებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლისთვის კვარა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოსიმენი“ - იტალიელი ჟურნალისტი
„ნაპოლისთვის კვარა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოსიმენი“ - იტალიელი ჟურნალისტი