ხვიჩა კვარაცხელია, დილეტა ლეოტა
Aa
Aa

დილეტა ლეოტა: „სასიამოვნოა ხვიჩასნაირი ფეხბურთელი სერია A-ში რომ თამაშობს“

დილეტა ლეოტა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტია, რომელიც DAZN-ისთვის მუშაობს და „ინსტაგრამზე“ 8.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. რამდენიმე წუთის წინ, იტალიურ პრესაში მისი ინტერვიუ გავრცელდა და ლეოტამ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ნაპოლის რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? ხვიჩა კვარაცხელიამ, რადგან მარტივი არაა იტალიაში გადმოხვიდე და გუნდში მისვლის წამიდანვე ეფექტური იყო. ვფიქრობ, ხვიჩა გიჟურად მაგარი ფეხბურთელია და ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც მარადონაზე მოდიან ხომ ცალკე თემაა... სასიამოვნოა, ჩვენს ჩემპიონატში ასეთი კალიბრის ფეხბურთელს რომ ვხედავთ“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასების რაოდენობით სერია A-ში მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ მილინკოვიჩ-სავიჩი უსწრებს, რომელმაც 8 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეც ევროპელი ვარ, აქ უნდა ვიყო“ - მერაბის კომენტარი UFC-ის პოსტზე
„მეც ევროპელი ვარ, აქ უნდა ვიყო“ - მერაბის კომენტარი UFC-ის პოსტზე