გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, ფუენლაბრადა
Aa
Aa

მატჩის MVP - შერმადინმა ფუენლაბრადასთან გაიბრწყინა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „ფუენლაბრადას“ ესტუმრა და 95:67 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შერმადინმა შეიტანა.

როგორც ყოველთვის, ქართველი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. გიორგიმ პარკეტზე 24 წუთი და 38 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში კი მან 20 ქულას, 8 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ამ შედეგით კი ის მატჩის MVP გახდა.

შერმადინმა 9 მცდელობიდან რვა 2-ქულიანი ჩააგდო, ხოლო ოთხიდან ოთხი ზუსტი საჯარიმო ტყორცნა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ 8 მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო 4 მეტოქის. 3-ქულიანი კი არ უსვრია. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „ფუენლაბრადასთან“ მატჩში მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 28 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში „რეალს“ და „ბარსელონას“ გაუთანაბრდა, თუმცა აღნიშნულ გუნდებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შემდეგ ტურში „ტენერიფე“ სწორედ „სამეფო კლუბს“ სტუმრად დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 5 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიამ ბაიერნს 8 ქულა ჩაუგდო - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე დამარცხდა
შენგელიამ ბაიერნს 8 ქულა ჩაუგდო - ვირტუს ბოლონია ევროლიგაზე დამარცხდა