ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტეფანოს ციციპასი
Aa
Aa

ჯოკოვიჩმა AUS Open-ი მეათედ, დიდი სლემი კი 22-ედ მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ. 35 წლის „ნოლემ“ სამ სეტში 3 საათიან ბრძოლაში - 6:3, 7:6 (7:4), 7:6 (7:5) მოიგო.

ჯოკოვიჩისთვის ეს კარიერაში მოგებული 22-ე დიდი სლემის ტურნირია, რის შემდეგაც სერბი რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.

ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეათედ მოიგო, რაც ტურნირის რეკორდია, რომელიც ისედაც მას ეკუთვნოდა და ამჯერად კიდევ უფრო გააუმჯობესა.

რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, ციციპასი ფინალამდე დამაჯერებელი თამაშით მივიდა და ფინალშიც ნოვაკისგან მარტივ გამარჯვებას არავინ ელოდა, ასე არც მომხდარა, თუმცა „ნოლემ“ მაინც მშრალი ანგარიშით (3:0) მოიგო.

პირველ სეტში ჯოკოვიჩმა ყველაზე ნაკლებ დროში 38 წუთში 6:3 მოიგო. მეორე და მესამე სეტები თანაბრად 1 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა, რომლებშიც ციციპასმა მაქსიმალურად იბრძოლა, საქმე ტაიბრეიკებამდე მიიყვანა, თუმცა ცივსისხლიანი ჯოკოვიჩის გატეხა მაინც ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო დიდი სლემი უკვე თიხის საფარზე გაიმართება. როლან გაროსზე რაფაელ ნადალი დაწინაურებას ისევ შეეცდება. წინ საინტერესო საჩოგბურთო წელი გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუცებს მაღაზიაშიც ვერ ვყიდულობთ“ - რუსული ფეხბურთი ბუცების გარეშე დარჩა
„ბუცებს მაღაზიაშიც ვერ ვყიდულობთ“ - რუსული ფეხბურთი ბუცების გარეშე დარჩა