სუპერ ბოულის მონაწილეები ცნობილია - კანზას სითი ფილადელფიას შეხვდება
Aa
Aa

სუპერ ბოულის მონაწილეები ცნობილია - კანზას სითი ფილადელფიას შეხვდება

NFL-ის რიგით 57-ე სუპერ ბოულის მონაწილეების ვინაობა ცნობილია. გამთენიისას, AFC-ისა და NFC-ის კონფერენციების ფინალური შეხვედრები გაიმართა და ვინს ლომბარდის სახელობის თასისთვის ერთმანეთს „ფილადელფია იგლზი“ და „კანზას სითი ჩიფსი“ დაუპირისპირდებიან.

„ფილადელფია“ „სან ფრანცისკო ფორთი ნაინერსს“ შეხვდა და მეტოქე მარტივად დაამარცხა. „არწივებმა“ პირველი ტაიმი 21:7 მოიგეს, მეორე ნახევარში კი „ფორთი ნაინერსს“ ქულა საერთოდ არ ააღებინეს და საბოლოოდ, 31:7 იმარჯვეს.

„იგლზისგან“ განსხვავებით, რთული ბრძოლის გადატანა მოუწია სუპერ ბოულის მეორე მონაწილეს. „კანზას სითი“ „ცინცინატი ბენგალსს“ დაუპირისპირდა და გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე, ჰარისონ ბატკერმა ფილდ გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს წარმატება მოუტანა - 23:20.

ცნობისთვის, სუპერ ბოული თბილისის დროით, 13 თებერვალს გაიმართება და არიზონაში მდებარე „სტეიტ ფარმ სთედიუმი“ უმასპინძლებს. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა სუპერ ბოულის მონაწილე ორივე გუნდს შავკანიანი ქუორთერბექი ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას წინააღმდეგ ნაპოლის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
რომას წინააღმდეგ ნაპოლის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია