ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

მაგიური ლუკა - დონჩიჩმა დეტროიტს 53 ქულა ჩაუგდო

„დალას მავერიქსის“ ლიდერმა, ლუკა დონჩიჩმა 27 იანვარს, „ფინიქს სანსთან“ გამართულ შეხვედრაში, ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. სლოვენიელი კალათბურთელი გუნდს „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ დაუბრუნდა და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

დონჩიჩმა პარკეტზე 36 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და მის ანგარიშზე 53 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრაა. ლუკამ 24-დან 17 ბურთი ჩააგდო და 11-დან 5 სამქულიანი გამოიყენა. „დალასმა“ მეტოქეს 111:105 სძლია და ქულების თითქმის ნახევარი დონჩიჩის ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში, მხოლოდ სამ კალათბურთელს აქვს NBA-ში ჩატარებულ საწყის 5 სეზონში მინიმუმ 5 50-ქულიანი შეხვედრა. დონჩიჩი ერთ-ერთი მათგანია და მის გარდა, იგივე სტატისტიკა მაიკლ ჯორდანსა და ლებრონ ჯეიმსს დაუფიქსირებიათ.

გეტყვით იმასაც, რომ დონჩიჩის გარდა, „დალასის“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ სპენსერ დინუიდიმ გადალახა, თუმცა ამ უკანასკნელმა 16-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და ექვსივე სამქულიანი გააფუჭა. „დეტროიტს“ რაც შეეხება, ბოიან ბოგდანოვიჩი 29 ქულით გამოირჩა, სადიქ ბეისა და ჯეიდენ აივის კი 18 და 14 ქულა ჰქონდათ.

ცნობისთვის, „მავერიქსს“ 27 მოგება და 25 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 გახლავთ. ლუკას გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 თებერვალს, „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერცხლის მედალი ალმადას გრან პრიზე - ქართველი პარაძიუდოისტის წარმატება
ვერცხლის მედალი ალმადას გრან პრიზე - ქართველი პარაძიუდოისტის წარმატება