ჭიკაძის გამოწვევა არ მიიღო - მაქს ჰოლოუეის მომდევნო მეტოქე ცნობილია
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, მაქს ჰოლოუეი ოქტაგონზე ბრუნდება. ESPN-ის ჟურნალისტის, ბრეტ ოკამოტოს ინფორმაციით, ჰოლოუეი 15 აპრილს იჩხუბებს და არნოლდ ალენს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგის მე-4 ნომერია.
The return of Blessed. And a big one for Arnold Allen. Per sources, UFC is finalizing Holloway vs. Allen to headline a Fight Night on April 15. pic.twitter.com/OBI7wj72Nm
— Brett Okamoto (@bokamotoESPN) January 31, 2023
ჰოლოუეისთან ჩხუბის სურვილი გიგა ჭიკაძეს ჰქონდა. „ნინძამ“ რამდენიმე დღის წინ მაქსი გამოიწვია და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში შოუს დადგმისკენ მოუწოდა. ჭიკაძე ჰოლოუეისა და ალენის ბრძოლის ჩანიშვნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, რომელიმე მათგანი შეცვალოს.
Great fight! If something always count on me @danawhite @seanshelby @AliAbdelaziz00
— GIGA CHIKADZE (@giga_chikadze) January 31, 2023
შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეის კარიერაში 30 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 23 გამარჯვებაა. მაქსმა ბოლოს ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ჰოლოუეი რეიტინგის პირველი ნომერია და გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, კვლავ სატიტულო ბრძოლას მიიღებს.
ალენს რაც შეეხება, ამ უკანასკნელს 2014 წლის შემდეგ არ წაუგია და UFC-ში დაუმარცხებელია. ბოლოს მან კელვინ კატარს სძლია, მანამდე კი დენ ჰუკერსა და სოდიქ იუსუფს აჯობა.