მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ჟოზე ალდო, მეტ სერა
Aa
Aa

UFC-ის ლეგენდა: „იანი მერაბს ვერ გააჩერებს, პიოტრს ღრმა წყალში ჩაიყვანენ“

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, მეტ სერა Fight Hop Podcast-ის სტუმარი იყო. სერამ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და ერთ-ერთი პიოტრ იანისა და „მანქანის“ დაპირისპირება გახლდათ, რომელიც თბილისის დროით, 12 მარტს გაიმართება.

„5 რაუნდი მანქანის წინააღმდეგ?! იოცნებოს, რომ მერაბს თავიდანვე მაგრად მოარტყას, თორემ სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან დვალიშვილი უბრალოდ არ ჩერდება. ჟოზე ალდოსთან გამართული ჩხუბის შემდეგ, მერაბზე ბევრი ცუდი რამ თქვეს. ეს დენა უაითმაც გააკეთა, რაც სრული სისულელე იყო. ამ დივიზიონში მერაბისთვის ალდო ყველაზე რთული მეტოქე იყო, რადგან იგი თეიქდაუნების წინააღმდეგ თავს ბრწყინვალედ იცავს.

გადახედეთ ჟოზეს ბრძოლებს და ნახავთ, რომ ეს ბიჭი თეიქდაუნით პარტერში არავის გადაუყვანია. ალდო მონსტრია და მასთან ჩხუბი მერაბისთვის ურთულესი გამოცდა გახლდათ, რომელიც მანქანამ შესანიშნავად ჩააბარა. ვერ ვხვდები, დვალიშვილისგან რას ელოდებოდნენ. მუაი ტაი გამოეყენებინა მუაი ტაის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლთან? მერაბი ისე ჩხუბობს, როგორც ჩხუბობს და მისი მეტოქის მოვალეობაა, რომ იგი შეაჩეროს. პიოტრ იანის ამოცანა და მოვალეობაა, დვალიშვილი შეაჩეროს და იცით რა?! იანი ამას ვერ გააკეთებს! მერაბი მთელი ბრძოლის განმავლობაში მის სახესთან იქნება და პიოტრმა იოცნებოს, რომ ზუსტი დარტყმა განახორციელოს, თორემ საშინელი საღამო ექნება. მერაბი გააწამებს, ღრმა წყალში ჩაიყვანს და ძალიან მაგრად სცემს“.

შეგახსენებთ, რომ იანმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაის მიტჩელი: „მერაბი არასდროს იღლება, ნამდვილი გიჟია“
ბრაის მიტჩელი: „მერაბი არასდროს იღლება, ნამდვილი გიჟია“