საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, პარიზის გრანდ სლემი
Aa
Aa

პარიზის გრანდ სლემზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

4-5 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოის გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 85 ქვეყნის 547 ძიუდოისტი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები წლის მეორე ოფიციალურ შეჯიბრზე 12 ძიუდოისტით წარსდგება. მათ შორის 10 ვაჟი, 2 კი გოგონა იქნება.

ლაშა გუჯეჯიანის არჩევანი ასე გამოიყურება:

ვაჟები:

-60 კგ. - თემურ ნოზაძე

-66 კგ. - ბაგრატ ნინიაშვილი

-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ. - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ. - ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი

+100 კგ. - საბა ინანეიშვილი, გურამ თუშიშვილი.

გოგონები:

-57 კგ. მარიამ ციხელაშვილი

-70 კგ. ელისო სისაური

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პორტუგალიაში წლის პირველი ტურნირი გაიმართა. ალმადას გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 1 ვერცხლი. ტურნირის გამარჯვებული ილია სულამანიძე გახდა, ვერცხლის მედალს კი საბა ინანეიშვილი დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ფინალში - ინანეიშვილი პორტუგალიაში ვერცხლს დასჯერდა
მარცხი ფინალში - ინანეიშვილი პორტუგალიაში ვერცხლს დასჯერდა