საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ბორჯღალოსნებმა შეკრება დაიწყეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. ბორჯღალოსნებმა შევარდენის საწვრთნელ ბაზაზე უკვე გამართეს პირველი ვარჯიში.

ვარჯიშამდე, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ქართველ მორაგბეებს თეორიული კურსი ჩაუტარა.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები წლის პირველი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობით ემზდება. ლევან მაისაშვილის განკარგულებაში შემდეგ მორაგბეები არიან:

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე); ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი)

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი)

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი)

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი), ბექა საღინაძე (ლიონი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო)

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი); ლაშა მალაღურაძე (ყოჩები), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი)

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი)

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი)

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი)

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას 5 თებერვალს, შინ გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ. 11 თებერვალს, ქართველი მორაგბეები ნიდერლანდებს ესტუმრებიან, 18 თებერვალს კი ასევე სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

ფოტოები: რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამი დებიუტანტი ბორჯღალოსნებში - მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა
სამი დებიუტანტი ბორჯღალოსნებში - მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა