ინტერი, პსჟ
Aa
Aa

გადაწყდა - შკრინიარი პსჟ-ს ზაფხულში შეუერთდება

მილან შკრინიარის საგა სრულდება. სლოვაკი ფეხბურთელი „პარი სენ ჟერმენის“ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება. აქედან გამომდინარე, „ინტერი“ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ „ნერაძური“ დემირალის გადაბირებას ცდილობდა. „ინტერის“ ხელმძღვანელობას ის შკრინიარის შემცვლელად სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

როგორც Football Italia წერს, გუნდები 15 მილიონზე შეთანხმდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ „ინტერი“ შემცვლელის პოვნას ვერ ასწრებს, სლოვაკი ფეხბურთელი „ნერაძურიში“ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ შკრინიარი იტალიურ კლუბს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, მილანმა „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 242-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები