თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელია საუკეთესო იყო - ვირტუს ბოლონიამ ცრვენა ზვეზდას მოუგო

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და მარტივად 84:72 დაამარცხა. იტალიური კლუბის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა.

როგორც ყოველთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. შენგელიამ პარკეტზე 26 წუთი და 12 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 15 ქულას, 4 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ამ შედეგით თორნიკე „ვირტუს ბოლონიაში“ საუკეთესო იყო. ცნობისთვის, 31 წლის ქართველმა მატჩში ექვსი 2-ქულიანი ისროლა, საიდანაც 5 ზუსტი აღმოჩნდა. 4 მოხსნიდან 3 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის. აღსანიშნავია, რომ შენგელიას არცერთი პერსონალური „ფოლი“ არ მიუღია.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ვირტუს ბოლონიამ“ სატურნირო ცხრილში ერთი პოზიციით წინ გადაინაცვლა და ახლა მე-12 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში იტალიური კლუბი „ლიონს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნაური ფაქტი - რეიმსი ყველა მატჩის შემდეგ 22 000 ევროთი ჯარიმდება
უცნაური ფაქტი - რეიმსი ყველა მატჩის შემდეგ 22 000 ევროთი ჯარიმდება