ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, ვიქტორ ოსიმენი, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

კასანო: „ნაპოლის ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ხვიჩა არაა“

„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზე“ ისაუბრა. 40 წლის იტალიელმა საკუთარი პოზიცია Bobo TV-სთან დააფიქსირა და „პარტენოპეის“ შეუცვლელი ფეხბურთელი დაასახელა.

„იუვენტუსთან შეხვედრაში, ოსიმენმა სტრატოსფერული გოლი გაიტანა! 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლის ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკაა. ამაზე სერია A-ს მიმდინარე სეზონიც მეტყველებს. კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ ნაპოლი მატჩებს მათ გარეშეც იგებს. ლობოტკა უნიკალური სტილის ფეხბურთს გვაჩვენებს, სპალეტი კი მანათობელი შუქურაა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ მონაწილეობა 16 შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. საგოლე პასების რაოდენობით, იგი იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

კვარაცხელიას გუნდს რაც შეეხება, „პარტენოპეი“ სატურნირო ცხრილს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ნეაპოლურ გრანდს მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს ელის და „სპეციას“ დაუპირისპირდება, რომელიც 18 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სატრანსფერო თანხა ცნობილია -  Sky Sport-ის ჟურნალისტი ბუდუს ტრანსფერზე
სატრანსფერო თანხა ცნობილია - Sky Sport-ის ჟურნალისტი ბუდუს ტრანსფერზე