„მინდა, ოლდ ტრაფორდზე წარმატებას მივაღწიო“ - მანჩესტერი ზაბიტცერით გაძლიერდა
Aa
Aa

„მინდა, ოლდ ტრაფორდზე წარმატებას მივაღწიო“ - მანჩესტერი ზაბიტცერით გაძლიერდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბაიერნთან“ შეთანხმებას მიაღწია და მარსელ ზაბიტცერი გაიფორმა. „წითელმა ეშმაკებმა“ ავსტრიელი ნახევარმცველი იჯარის წესით გადაიყვანეს და იგი „ოლდ ტრაფორდზე“ 2023 წლის ივნისამდე დარჩება. მანჩესტერელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გარიგების დახურვა დაადასტურეს.

„ზოგჯერ, ცხოვრებაში გიწევს, რომ სწრაფი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. როგორც კი ამ შანსის შესახებ გავიგე, ვიცოდი, რომ ჩემთვის სწორი ვარიანტი იყო. კონკურენტუნარიანი ადამიანი ვარ, მინდა, გავიმარჯვო და მიმდინარე სეზონში, კლუბს თავისი მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

ვთვლი, რომ, როგორც ფეხბურთელი, კარიერის პიკში ვიმყოფები და გუნდისთვის გამოცდილებისა და ენერგიის მიცემა შემიძლია. ჩემს თანაგუნდელებთან და მთავარ მწვრთნელთან მუშაობის დაწყებას სიხარულით ველი და მინდა, მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგებს ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო“, - განაცხადა ზაბიტცერმა.

შეგახსენებთ, რომ ზაბიტცერმა „ბაიერნს“ 2021 წელს მიაშურა და „რეკორდმაისტერის“ მაისურით 54 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია საუკეთესო იყო - ვირტუს ბოლონიამ ცრვენა ზვეზდას მოუგო
შენგელია საუკეთესო იყო - ვირტუს ბოლონიამ ცრვენა ზვეზდას მოუგო