23 წლის მწვრთნელმა თავი 13 წლის კალათბურთელად გაასაღა - უცნაური ამბავი აშშ-დან
Aa
Aa

23 წლის მწვრთნელმა თავი 13 წლის კალათბურთელად გაასაღა - უცნაური ამბავი აშშ-დან

აშშ-ის შტატ ვირჯინიაში მდებარე ერთ-ერთი სკოლის საკალათბურთო გუნდი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ამის მიზეზი „ჩერჩლენდის“ თავკაცის ასისტენტია, რომელმაც თავი 13 წლის კალათბურთელად გაასაღა და საკუთარი გუნდის რიგებში იასპარეზა.

არლიშა ბოიკინსი 23 წლის სპეციალისტია და იგი „ჩერჩლენდის“ გოგონათა საკალათბურთო გუნდში მუშაობს. „ნეისმონდ რივერთან“ გამართულ დაპირისპირებაში, „ჩერჩლენდს“ ერთ-ერთი კალათბურთელი აკლდა და იმის ნაცვლად, რომ ნდობა სხვა მოთამაშისთვის გამოეცხადებინათ, არლიშამ გადაწყვიტა, თავად ეასპარეზა. მან პარკეტზე საკმაო დრო გაატარა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა.

CBS-ის ცნობით, მან თავი იმ კალათბურთელად გაასაღა, რომელიც გუნდს ვერ ეხმარებოდა და 1-ნომრიანი მაისურით ითამაშა. მატჩის შემდეგ, „ჩერჩლენდმა“ ზომები მიიღო, საკალათბურთო სეზონის გაგრძელებაზე უარი თქვა და ბოიკინსი სამსახურიდან გაათავისუფლა. გოგონა, ვის ნაცვლადაც არლიშამ ითამაშა, და მისი თანაგუნდელები სკოლისგან საჯარო ბოდიშს ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდოს დასანანი მარცხი - დავითაშვილი ლიდერთან აქტიური იყო
ბორდოს დასანანი მარცხი - დავითაშვილი ლიდერთან აქტიური იყო