დანი ალვეში
Aa
Aa

დანი ალვეშის საქმე - რას ამბობს ბრაზილიელი ფეხბურთელის ადვოკატი

„ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს, დანი ალვეშს ბრალს გაუპატიურებაში სდებენ და იგი ციხეში იმყოფება. რამდენიმე წუთის წინ, ესპანურ პრესაში ბრაზილიელი მცველის ადვოკატის, კრისტობალ მარტელის სიტყვები გავრცელდა, რომელიც აცხადებს, რომ ღამის კლუბის კამერების ჩანაწერები დაზარალებულის ჩვენებას ეწინააღმდეგება.

„კამერებზე აღბეჭდილია, რომ დანი ალვეში მარცხნივ მიდის, კარს აღებს და საპირფარეშოში მარტო შედის. 2 წუთის შემდეგ, მომჩივანი, რომელიც თავის მეგობრებსა და ოფიციანტს ესაუბრებოდა, იმავეს აკეთებს და ალვეში მას არც კარს უღებს და საპირფარეშოში შესვლის მომენტში, მასთან ერთადაც არ იმყოფება. კადრები ყველაფერს თავად ამბობენ“.

მარტელმა ჩვენების შეცვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ალვეშს არ სურდა, მის მეუღლეს გაეგო, რომ უღალატა და დაზარალებულთან კავშირი ამიტომ უარყო. ადვოკატის მიხედვით, მიზეზი, რომლის გამოც, მან ჩვენება 3-ჯერ შეცვალა, სწორედ ესაა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს შეიძლება 4-დან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრაზილიელ ფეხბურთელს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობენ. იგი გირაოს გარეშე დააკავეს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ალვეშს საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რათა მიმალულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდოს დასანანი მარცხი - დავითაშვილი ლიდერთან აქტიური იყო
ბორდოს დასანანი მარცხი - დავითაშვილი ლიდერთან აქტიური იყო