რუმინულ კლუბს რუსულთან უნდა ეთამაშა - აიძულეს მატჩის გამართვაზე უარი ეთქვა
Aa
Aa

რუმინულ კლუბს რუსულთან უნდა ეთამაშა - აიძულეს მატჩის გამართვაზე უარი ეთქვა

რუმინული კლუბი, „ოცელული“ თურქულ შეკრებაზე იმყოფება და ერთ-ერთი ამხანაგური შეხვედრა რუსული „ენისეის“ წინააღმდეგ უნდა გაემართა. მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, რუმინელებმა გადაწყვიტეს, მოედანზე სათამაშოდ არ გასულიყვნენ, რის გამოც, „ენისეი“ კომპენსაციის მიღებას ითხოვს.

როგორც ირკვევა, „ოცელულს“ რუსულ კლუბთან ასპარეზობა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ აუკრძალა. „ენისეის“ თავკაცის, ალექსეი ივახოვის თქმით, მას რუმინელთა წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ფედერაცია ქულების ჩამოკლებით დაემუქრა, რის გამოც, მატჩზე უარის თქმა მოუწიათ.

„ჩვენი ტელეოპერატორი მატჩის გადასაღებად იყო მისული და თავის ადგილას იმყოფებოდა. რუმინული კლუბი სტადიონზე ავტობუსით მოვიდა, მოედანზე გავიდა და შეხვედრისთვის ემზადებოდა, შემდეგ კი სატელეფონო ზარები მიიღეს, ტანსაცმელი გამოიცვალეს და ავტობუსში ჩასხდნენ. მათთან კონტრაქტი გვქონდა გაფორმებული და კომპენსაციის სახით, 10 000 ევროს მოვითხოვთ“, - აცხადებს რუსული კლუბის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი თბილისის დროით, 12:00-ზე უნდა დაწყებულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: „ნაპოლის ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ხვიჩა არაა“
კასანო: „ნაპოლის ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ხვიჩა არაა“