ანტონიო კონტე
Aa
Aa

ტკივილი მუცლის არეში - კონტეს დღეს ოპერაციას ჩაუტარებენ

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. რამდენიმე წუთის წინ, „დეზებმა“ განცხადება გაავრცელეს და თავიანთ გულშემატკივრებს იტალიელი სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ახლახან, ანტონიო კონტე მუცლის არეში ტკივილის გამო, შეუძლოდ შეიქმნა. მას ქოლეცისტიტის დიაგნოზი დაუსვეს და დღეს, ოპერაციას ჩაუტარებენ, რათა ნაღვლის ბუშტი ამოაჭრან. იგი გუნდს სარეაბილიტაციო პერიოდის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება. კლუბის ყველა თანამშრომელი მას კარგად ყოფნას უსურვებს“, - ნათქვამია ლონდონელთა განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ 36 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებს. „დეზები“ მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს გამართავენ და საკუთარ კედლებში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედერიკო ბერნარდესკი: „ხვიჩა ფენომენია“
ფედერიკო ბერნარდესკი: „ხვიჩა ფენომენია“