ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

ტრანსფერის დეტალები - ბაიერნი კანსელუს იჯარაში ერთ თეთრსაც არ გადაიხდის

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. ერთ-ერთი გახმაურებული ტრანსფერი კი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნს“ შორის განხორციელდა. ჟოაუ კანსელუ იჯარის წესით „რეკორდმაისტერს“ შეუერთდა. გუნდიდან წასვლის მიზეზი კი პეპ გუარდიოლასთან კონფლიქტი გახდა.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD ამ ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო დეტალებს გვიზიარებს.

როგორც წესი, როდესაც საქმე იჯარას ეხება, კლუბი გარკვეულ ღირებულებას მაინც იხდის. წყაროს ცნობით, მიუნხენური გრანდი პორტუგალიელი უნივერსალური მცველის სანაცვლოდ ერთ თეთრსაც კი არ გადაიხდის. „ბაიერნი“ მხოლოდ კანსელუს ხელფასს დაფარავს.

ამავე გამოცემის თანახმად, „რეკორდმაისტერს“ გადაწყვეტილი არ აქვს გამოისყიდის, თუ არა ჟოაუს. ეს ყველაფერი მის პროდუქტიულობაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ კანსელუსა და გუარდიოლას შორის კონფლიქტი არასაკმარისმა სათამაშო წუთებმა გამოიწვია. პეპის აზრით, 28 წლის უკანახაზელი მინდორზე არასათანადოდ ირჯება. ეს კი ესპანელი სპეციალისტისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაცია ისეთ დონეზე დაიძაბა, რომ „სიტის“ ფეხბურთელებს კანსელუს და გუარდიოლას გაშველება მოუწიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე გადაწყვეტილებას ნანობს და ისევ რეალზე ფიქრობს
მბაპე გადაწყვეტილებას ნანობს და ისევ რეალზე ფიქრობს