გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 16 ქულა - ტენერიფეს მარტივი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის L ჯგუფის მეორე ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „დარუსაფაკას“ ესტუმრა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა მეტოქე 80:59 დაამარცხეს.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი და 19 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„ტენერიფეს“ მხრიდან საუკეთესო სტატისტიკით სასუ სალინი გამოირჩა. ფინელმა კალათბურთელმა არასრულ 22 წუთში 17 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 4 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში გალიდერდა. შემდეგ ტურში, ლენოვო „ტენერიფე“ საკუთარ კედლებში „ბილბაოს“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 7 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
23 წლის მწვრთნელმა თავი 13 წლის კალათბურთელად გაასაღა - უცნაური ამბავი აშშ-დან
23 წლის მწვრთნელმა თავი 13 წლის კალათბურთელად გაასაღა - უცნაური ამბავი აშშ-დან