ზაგრების საერთაშორისო ტურნირი - ქართველი მოჭიდავეების ორი მედალი
Aa
Aa

ზაგრების საერთაშორისო ტურნირი - ქართველი მოჭიდავეების ორი მედალი

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბექა ბუჯიაშვილმა და გიორგი ელბაქიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

70 კგ. წონითი კატეგორიაში, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ელბაქიძემ მონღოლი ენხტუია დამაჯერებლად, 8:2 დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

რაც შეეხება ბექა ბუჯიაშვილს, 57 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელ ისლამ ბაზარგანოვს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება 79, 92, 97 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ვლადიმერ გამყრელიძე, ავთანდილ კენჭაძე (ორივე 79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მედლებთან ერთად ფულად ჯილდოს მიიღებენ - UWW-მ ცვლილებები დანერგა
მედლებთან ერთად ფულად ჯილდოს მიიღებენ - UWW-მ ცვლილებები დანერგა