გიგა ჭიკაძე, დანა უაითი
Aa
Aa

„ვის ღვიძლს გინდა დავარტყა?“ - ჭიკაძის მესიჯი დანა უაითს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე კვლავ ახალი მეტოქის ძიებაშია და სოციალურ ქსელ Twitter-ში ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

33 წლის მებრძოლმა საკუთარ გვერდზე პოსტი გაავრცელა და UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაითი, პრომოუტერი შონ შელბი და თავისი მენეჯერი ალი აბდელაზიზი მონიშნა, რომელსაც თან დაურთო ტექსტი:

„ბიჭებო, ვის ღვიძლს გინდათ რომ დავარტყა?“

გიგა ჭიკაძემ ბოლოს 2022 წლის იანვარში, UFC ESPN 32-ზე კელვინ კატარის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ამ ორთაბრძოლიდან 1 წლის თავზე „ქართველი ნინძა“ ოქტაგონზე სრულფასოვანი დაბრუნებისთვის უკვე მზადაა და ახალი მეტოქის ძიებას აქტიურად აგრძელებს.

ცნობისთვის, ჭიკაძის დაბრუნება 2022 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო მას ბრძოლის გამართვაზე უარის თქმა მოუწია.

ცნობისთვის, გიგას ერთგვარი მხარდაჭერა გამოუცხადა UFC-ის კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე ნინძას ემოჯი დააკომენტარა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 11 მარტს მერაბ დვალიშვილს უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელის. The Machine-ს მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება, რომელიც სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის დივიზიონში მე-2 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიკაძის გამოწვევა არ მიიღო - მაქს ჰოლოუეის მომდევნო მეტოქე ცნობილია
ჭიკაძის გამოწვევა არ მიიღო - მაქს ჰოლოუეის მომდევნო მეტოქე ცნობილია