წლის პირველი სარეიტინგო ტურნირი - 3 მედალი ზაგრებიდან
Aa
Aa

წლის პირველი სარეიტინგო ტურნირი - 3 მედალი ზაგრებიდან

ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, წლის პირველი სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. დღეს, გულშემატკივრების წინაშე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავნები წარდგნენ და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს.

79 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ვლადიმერ გამყრელიძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. გამყრელიძემ ნახევარფინალში ირანელ ალი ბახტიარ სავადკუჰისთან წააგო და მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგ საიფედინ ალეკმას შეერკინა, რომელთანაც ბრწყინვალე სტილში იმარჯვა - 13:2. ამავე წონაში, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ავთანდილ კენჭაძემ. ქართველმა ფალავანმა ზემოთ ხსენებულ ირანელთან დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 წააგო.

კენჭაძის გარდა, ოქროს მედლის მოპოვების შანსი მირიან მაისურაძეს ჰქონდა, რომელიც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. ფინალურ შეხვედრაში იგი ამერიკელ კოლინ რეიმონდ მურს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, სასურველი შედეგი მანაც ვერ დააფიქსირა - 3:4.

შეგახსენებთ, რომ ზაგრების სარეიტინგო ტურნირი 5 თებერვალს დასრულდება და მედლები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც გათამაშდება, თუმცა საქართველოდან ხორვატიაში მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენები გაემგზრავნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვეს შესაძლოა კიდევ 20 ქულა ჩამოაკლონ - სერია B-ში გავარდნის საფრთხე
იუვეს შესაძლოა კიდევ 20 ქულა ჩამოაკლონ - სერია B-ში გავარდნის საფრთხე