გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
Aa
Aa

პარიზის გრან სლემი - ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

უქმეებზე საფრანგეთის დედაქალაქი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. პარიზულ ტურნირში მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 85 ქვეყნის 547 ძიუდოისტი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები წლის მეორე ოფიციალურ შეჯიბრზე 12 ძიუდოისტით წარდგება. მათ შორის 10 ვაჟი, 2 კი გოგონა იქნება.

დღეს ძიუდოისტების წილისყრა გაიმართა,სადაც ქართველი სპორტსმენების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ავსტრალიელ ჯოშუა კაცსს დაუპირისპირდება.

66 კილოგრამში ბაგრატ ნინიაშვილის მეტოქე ეკვადორელი ლენინ პრესიადო იქნება.

73 კილოში ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს და მერვედფინალში დომენიკელ ანტონიო ტორნალსა და ლიეტუველ კასტუტის ვიტკასუკასს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაებმება , სადაც მისი მეტოქე იტალიელი ლორენზო პაროდსა და ბენინელ ვალენტინ ჰუინატოს ბრძოლაში გაირკვევა.

90 კილოში საქართველოს სახელით 2 ძიუდოისტი გამოვა.ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პირველ წრეს გამოტოვებს და არგენტინელ მარიანო კოტო ბერსირსა და ფრანგ მაქსიმ გაელ ნგაიაპ ჰამბუს შორის გამარჯვებულს დაელოდება. ხოლო ლუკა მაისურაძე ლიბანელ კარამნობ საგაიპოვს შეხვდება.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ასევე მერვედფინალიდან დაიწყებს და მისი მეტოქე გერმანელ დარიო კურბევეიტსა და გაერთიანებული საამიროების წევრ ჯაფარ კოსტოევს შორის გამარჯვებული იქნება. გიორგი ბერიაშვილი კი კუბელ ლისტერ კარდონას დაუპირისპირდება.

+ 100 კილოში გურამ თუშიშვილი იაპონელ ჰიოგა ოტას შეხვდება. საბა ინანეიშვილის კი ძალებს უზბეკ ალიშერ იუსუპობთან მოსინჯავს.

რაც შეეხება გოგონებს 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ციხელაშვილი კუბელ არნაეს ოდელინ გარსიას შეერკინება , ხოლო 70 კილოში ელისო სისაური ბრაზილიელ ელენ ფრონერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერცხლის მედალი ალმადას გრან პრიზე - ქართველი პარაძიუდოისტის წარმატება
ვერცხლის მედალი ალმადას გრან პრიზე - ქართველი პარაძიუდოისტის წარმატება